jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ადლი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი / დემონტაჟი და გეგმური მომსახურება.

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:

** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** პროფესიონალ და მხარდამჭერ გუნდში განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს;
** სამსახურებრივი მიზნებისთვის, ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off-ს;
** ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე.

სამშენებლო კომპანია "ადლი"-ში ვეძებთ გუნდის წევრს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს რკინა-ბეტონის მონოლითური კონსტრუქციების მოწყობა (ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ სამშენებლო ნორმებს (სნიპებს);
** უზრუნველყოს ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** საყალიბე მასალის გამოხსნა/გასუფთავება/ზომების და სახეობების მიხედვით დალაგება;
** სამშენებლო მოედნის და შენობის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო მასალის ობიექტზე მიღებასა და დაცლაში მონაწილეობა;
** უზრუნველყოს ბლოკის მოწყობის სამუშაოების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ჰიდროიზოლაციის მოწყობის სამუშაოების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს შენობის გარე (ფასადი) და შიდა სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მოჭიმული იატაკის მოწყობა;
** საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების მოაჯირების და ბადეების მონტაჟი/დემონტაჟი;
** ხელმძღვანელის ნებისმიერი სხვა პოზიციასთან დაკავშირებული მითითების და სამუშაოს შესრულება;
** შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვა;

ძირითადი მოთხოვნები, პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით;
** ადგილობრივი და საერთაშორისო სამშენებლო ნორმატივების ცოდნა;
** სამშენებლო ნახაზების წაკითხვის ცოდნა;
** პროგრამების: Autocad და Archicad ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სპეციალისტი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 20 ივლისი, 2024 წ.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://www.adli.ge.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

სამშენებლო კომპანია "ადლი", კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |