jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დამხმარე ოპერატორი - მბეჭდავი
მომწოდებელი: პათოლოგიის კვლევითი ცენტრი
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

პათოლოგიის კვლევითი ცენტრი აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ოპერატორის (მბეჭდავის) პოზიციაზე.

მდებარეობა: დიღომი, ჩაჩავას ქ. 1

სამუშაო გრაფიკი:

ნახევარი განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-14:00/ 14:00-18:30 ცვლებში, თვეში ორი შაბათი 10:00-14:00
ანაზღაურება: 500 ლარი
სრული განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 საათიდან 18:30 საათამდე, ყოველი მეორე შაბათი 10:00-14:00 საათამდე
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე 800-1000 ლარის ფარგლებში

ძირითადი ფუნქციები:

** ექიმის მიერ დადგენილი დიაგნოზების სამედიცინო პროგრამაში ასახვა.
** ასახული ინფორმაციის კონტრაქტორ კლინიკებთან და პაციენტებთან გადაგზავნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/სტუდენტი
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** უცხო ენების ცოდნა - რუსული/ინგლისური (საკომუნიკაციო დონეზე).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: t.jincharadze@pathlab.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "დამხმარე ოპერატორი (მბეჭდავი)".

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე, კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |