jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სურსათის უვნებლობის მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: მზამზარეული პლიუსი
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

შპს "მზამზარეული პლიუსი" აცხადებს ვაკანსიას სურსათის უვნებლობის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია "მზამზარეული" 10 წელზე მეტია წარმოდგენილია ქართული კვების ბაზარზე და ერთ-ერთი წამყვანია ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის სეგმენტში. მზამზარეული თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო დრო
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ავჭალის ქუჩა.
ანაზღაურება: 2000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების მასშტაბით შემოვლების წარმოება;
** კომპანიაში არსებული ISO 9001 და ISO 22000 სტანდარტების შესაბამისი სისტემების კონტროლი;
** წარმოების მასშტაბით გაწერილი ტექნოლოგიური პროცესების დაცვის ზედამხედველობა;
** მანქანა-დანადგარების, საწარმო აღჭურვილობების ჰიგიენური ნომრების დაცვის კონტროლი, რეცხვა-დეზინფექციის პროცედურების მეთვალყურეობა, პროცესების შემოწმება, ჩანაწერების კონტროლი;
** წარმოებისა და მზა პროდუქტების საწყობების მასშტაბით ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი;
** დღის განმავლობაში განხორციელებული შემოვლების შედეგების დოკუმენტურად გაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** ISO 9001 და ISO 22000 პრინციპების ცოდნა
** HACCP-ის სისტემების ცოდნა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე:office@mzamzareuli.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება/

თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |