jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რეგისტრაციის განყოფილების თანამშრომელი
მომწოდებელი: Courtyard by Marriott Tbilisi
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

გახდი "სასტუმრო ქორთიარდის" ოჯახის წევრი

"მარიოტ ინტერნეშენალი", როგორც მსოფლიოს წამყვანი კომპანია სტუმარმასპინძლობის სფეროში, უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს თანამშრომლებს და ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდასა და წარმატებულ კარიერას. მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://marriottdasaqmeba.ge/.
"სასტუმრო ქორთიარდი" მდებარეობს თბილისში შემდეგ მისამართზე: თავისუფლების მოედანი #4 და აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: რეგისტრაციის განყოფილების თანამშრომელი.

Check in/ Check out პროცედურების სტანდარტის დაცვით შესრულება

** ონლაინ პლატფორმებისა და ტელეფონის ჯავშნების მართვა, მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** სასტუმროს შესახებ ყველა ინფორმაციის გადაცემა სტუმრებისთვის და ასევე, ყველა აუცილებელი ინფორმაციის დროული მიღება და ჩანიშვნა მათგან;
** ჩამომსვლელ სტუმრებთან დროული კომუნიკაცია, აეროპორტში დახვედრის შეთავაზება - კვირის ჭრილში სამუშაო ფაილის გაკეთება, სადაც ყველა ეს ინფორმაცია განახლდება;
** სტუმრის მხრიდან საჩივრის გამოკითხვა დროულად და თავაზიანად;
** ყველა საჩივრის კომუნიკაცია მენეჯმენტის გუნდთან, დროულად აღმოფხვრა/გამოსწორება;
** დამლაგებლების ჯგუფთან მუშაობა სწორად, პრიორიტეტების მიხედვით, დარწმუნება რომ ყველა ოთახი დალაგებული და სტანდარტის მიხედვითაა გაწყობილი;
** ყველა ოთახის სტუმრის შემოსვლამდე გადამოწმება/გასწორება სტანდარტზე;
** დოკუმენტებისა და გადახდების მოწესრიგება.

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება რეგისტრაციის/რეზერვაციის განყოფილებაში ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური და ქართული ენის ცოდნა არის სავალდებულო. ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია პროგრამა Opera-ს ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში მობილიზაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr.tbilisi@marriott.com; გთხოვთ, "საგნის" გრაფაში მიუთითოთ განყოფილება/პოზიცია.

ჩვენს კომპანიაში არსებული ყველა ვაკანსიის სანახავად ესტუმრეთ საიტს: www.marriott.com/careers
დაგვიკავშირდით ონლაინ:

https://www.facebook.com/marriottjobsandcareers
www.twitter.com/marriottcareers
www.linkedin.com/company/marriott-international
www.weibo.com/marriottcareers

მარიოტ ინთერნეშენალი, როგორც თანაბარი უფლებების დამცველი დამსაქმებელი, მუდამ უზრუნველყოფს თანაბარ გარემოს განსხვავებული და მრავალფეროვანი წარმომავლობისა თუ ეთნიკურ-კულტურული ღირებულებების მქონე თანამშრომელთათვის.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |