jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სპორტის მასწავლებელი
მომწოდებელი: ბრიტანულ-ქართული აკადემია
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

"ბრიტანულ-ქართული აკადემია" ეძებს გუნდის ახალ წევრს სპორტის მასწავლებლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლეო კვაჭაძის 17 (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია)
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება საგნის წინასწარ შემუშავებული სასწავლო გეგმის მიხედვით;
** კლასგარეშე აქტივობის დაგეგმვა-ჩატარება;
** სასწავლო პროცესში სწავლების თანამედროვე და მრავალფეროვანი მეთოდებისა და სასწავლო მასალების გამოყენება;
** მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** მოსწავლეების აკადემიური მიღწევების მონიტორინგის, შეფასებების დაგეგმვა და განხორციელება;
** პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება;
** აკადემიის პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა;
** სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მდგომარეობისა და დისციპლინის მონიტორინგი;
** აღმზრდელობითი მუშაობის წარმართვა (მათ შორის, სადამრიგებლო გაკვეთილების დაგეგმვა-ჩატარება);
** კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** სკოლაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** შემოქმედებითობა, ახალი იდეებისა და ინიციატივებისათვის მზაობა;
** სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
** მზრუნველი და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ;
** მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი.

აპლიკაციის მიღების პროცედურა:

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "სპორტის მასწავლებელი" გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.

"ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის", როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდა ინტერესების დაცვა. უსაფრთხო შერჩევის პროცედურის უზრუნველსაყოფად პოზიციით დაინტერესებული ნებისმიერი კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოფილი დამსაქმებლისგან სარეკომენდაციო ცნობა/წერილი, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტები, მათ შორის შრომის კოდექსით გათვალისწინებული ცნობები ნასამართლობის შესახებ.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამისი ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |