jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სამედიცინო შემთხვევების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეოასისტანსი
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

"ჯეოასისტანსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო შემთხვევების მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.

ფუნქციები:

** სამედიცინო შემთხვევების მართვა, პაციენტთან კომუნიკაცია, სერვისის შერჩევა და დაგეგმვა;
** მომსახურების ხარისხის მონიტორინგი;
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება;
** უცხოელ პაციენტებთან კონტაქტი და შესაბამისი სერვისის დაგეგმვა და მიწოდება;
** სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული წერილების მიღება;
** სხვა საოფისე დავალებების შესრულება. ასევე განიხილება დისტანციურად სამუშაოს შესრულება.

მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** უმაღლესი სამედიცინო განათლება - ჯანდაცვის მენეჯმენტი, მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება;
** Word და Excel ის სამუშაო დონეზე ფლობა;
** კომუნიკაციისა და მობილობის უნარი;
** ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი და სტრესულ გარემოში მუშაობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: k.grdzelidze@geoassistance.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე: www.geoassistance.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |