jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Top Glory Travel
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

ტურისტული კომპანია "Top Glory Travel" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანია წარმატებით მუშაობს 2017 წლიდან შემომყვანი ტურიზმის განხრით. 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქუჩა N10

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა;
** ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** საგადასახადო პორტალზე მუშაობა;
** RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
** ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტების სისწორის უზრუნველყოფა, დოკუმენტირება, აღრიცხვა და კონტროლი;
** შემოსავლების კონტროლი;
** შემოსავლების და ხარჯების პროგრამულად ასახვა;
** ტურების ხარჯთაღრიცხვის წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** საქართველოს საგადასახო კოდექსის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა; განსაკუთრებით ექსელის კარგად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
** შაბათი 10:00- 15:00
** ან კვირაში 3 დღე: 10:00- 18:00

ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გრაფიკის მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@topglorytravel.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ბუღალტერი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |