jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: კამპა
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია "კამპა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: საგურამო
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00
** ანაზღაურება: 2000 ლარი

ძირითადი ფუნქციებისა და მოვალეობების აღწერა:

** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულებების შენახვა, აღრიცხვა, დაარქივება, საჭიროების მიხედვით მომზადება;
** მომსახურების თანხების გაანგარიშება, შესაბამისი ფაქტურების დადასტურება და ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** ყოველდღიური გადარიცხვების შესრულება.
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
** ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ან იგივე მიმართულებების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (განიხილებიან კანდიდატები, რომელთა კარიერული ინტერესი მჭიდროდ დაკავშირებულია ბუღალტერიასთან);
** MS Office
** ACCA-ს პირველი დონის სერტიფიკატი (ჩაითვლება უპირატესობად)
** სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე (სასურველია)
** ACCA-ს მეორე დონის წიგნები (ჩაითვლება უპირატესობად)
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).
** საბუღალტრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება
** Apex პროგრამული უზრუნველყოფის, საბუღალტრო მოდულის ცოდნა (სასურველია).

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** ლოგიკური უნარები
** დეტალებზე ორიენტაცია
** დეტალებზე ორიენტირება
** სამუშაოს ორგანიზების უნარი განსაზღვრულ ვადებში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: m.gagua@campa.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |