jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: IT დამხმარე
მომწოდებელი: რუმს
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

"ROOMS"-ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

"ROOMS TBILISI" აცხადებს ვაკანსიას IT დამხმარეს პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** გაუწიოს დახმარება დეპარტამენტის კოორდინატორს და შეასრულოს მათგან მიღებული მითითებები და დავალებები;
** უზრუნველყოს ტექნიკური მხარდაჭერით ქსელის მომხმარებლები;
** უზრუნველყოს ტექნიკური მხარდაჭერით საქმიანი შეხვედრები და ტრენინგები;
** ტექნიკური ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები;
** დარწმუნდეს რომ სასტუმროში არსებული პროგრამა და აპარატურა გამართულად მუშაობს;
** მოაწყოს ქსელის მომხმარებლების სამუშაო ადგილი და უზრუნველყოს როგორც ქსელის, ასევე ინფორმაციისა და სხვა ფაილების უსაფრთხოება;
** შეეძლოს ქსელური პრობლემების დიაგნოსტიკა, იზოლირება და აღმოფხვრა;
** მჭიდროდ ითანამშრომლოს სერვის-პროვაიდერთან ოფისის ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად.

საჭირო უნარები:

** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობაში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** საცხოვრებელი;
** დაზღვევა;
** კვება;
** სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 აგვისტომდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment.tbilisi@roomshotels.com

სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |