jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი - ვაზისუბანი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

"ნავნე" არის საქართველოში უდიდესი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი, კომპანია 17 წელია მუდმივად მზარდ რეჟიმში ოპერირებს ბაზარზე და დღეს უკვე საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 22 მაღაზიის სახით.

გინდა გაიზარდო და მიიღო გამოცდილება დიდი კომპანიის გაყიდვების გუნდში, სადაც გაყიდვებს შენს პროფესიად აქცევ და გექნება მუდმივი განვითარების საშუალება, მზად ხარ მიიღო გამოწვევები, თვლი, რომ აქტიური და კომუნიკაბელური ადამიანი ხარ, ეძებ სტაბილურ სამსახურს მზარდი ანაზღაურებით - მაშინ შემოუერთდი "ნავნეს" გუნდს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

ლოკაცია: ჰუალინგ პლაზა (ვაზისუბანი).

ჩვენ გთავაზობთ:

** კვირაში 2 დასვენების დღეს და მაქსიმალურად მორგებულ გრაფიკს.
** გრაფიკი: 7 საათი (10:00-18:00; 14:00-22:00).
** ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი (+ ბონუსი, 1100 ლარამდე)
** კარიერული განვითარების საშუალებას.
** მეგობრულ გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია.
** სპეციალურ ფასდაკლებას ნავნეს პროდუქციაზე.

ჩვენთან წარმატებული თანამშრომლობისთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ:

** მომხმარებელთან ურთიერთობას
** თავაზიან მომსახურებას
** პოზიტიურ კომუნიკაციას
** საქმისადმი დამოკიდებულებას
** დისციპლინასა და პასუხისმგებლობას
** გუნდურობას
** თუ გამოცდილება ჯერ არ გაქვს, ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი ადგილზე შეგასწავლოთ, შენი მხრიდან კი ინტერესი და ჩართულობა დაგვჭირდება.

გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: hr@navne.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |