jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Epicalorie.shop
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

"epicalorie.shop" - საქართველოში წარმოადგენს ბიო და ორგანული პროდუქტების სხვადასხვა ხაზს და მომხმარებელს სთავაზობს 500-მდე სახეობის ევროპის კავშირში წარმოებულ ბიო და ორგანული პროდუქტებს. მაღაზია მდებარეობს გიორგი ახვლედიანის 5 ნომერში. (ყოფილი პეროვსკაია).

"epicalorie.shop" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო პირობები:

** ხელფასი 1000 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსი
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი (დღე გამოშვებით ან თქვენზე მორგებული გრაფიკი);
** მზარდი ანაზღაურების სისტემა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** მოქნილი საბონუსე სქემა;
** თანამშრომლებისთვის ფასდაკლება პროდუქციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ეფექტური მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა;
** მიმდინარე აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
** ფასმაჩვენებლების სიზუსტის კონტროლი;
** პროდუქციის მიღებაში ჩართულობა;
** თაროებზე პროდუქციის განლაგება/მოწესრიგება

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური/რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები

თუ თქვენ გსურთ, იმუშაოთ მეგობრულ გარემოში და გქონდეთ კარიერული ზრდის შესაძლებლობა, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე info@epicalorie.shop და გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, სადაც გინდათ, რომ განიხილებოდეს თქვენი რეზიუმე.

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |