უძრავი ქონების სააგენტო "Georgian Realtors Group" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.
თუ გაქვთ ამბიცია და გადაწყვეტილი გაქვთ უძრავ ქონების გაყიდვებში იყოთ წარმატებული, მაშინ შემოუერთდით გამოცდილ გუნდს, მიიღეთ საჭირო უნარ-ჩვევები და მიაღწიეთ წარმატებას გაყიდვების სფეროში.
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში ხუთი სამუშაო დღე 11:00-დან 19:00-მდე
** ანაზღაურება გამომუშავებით: 1000-5000+ ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის შრომისმოყვარეობაზე/მობილურობაზე/უნარებზე).
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთი; დ. აღმაშენებლის #78. მარჯანიშვილის მეტროდან 100 მეტრში
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება.
** დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკება და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.
** გუნდურად მუშაობის უნარი.
** დეველოპერულ კომპანიებსა და მომხმარებელს შორის მოლაპარაკება.
** კლიენტისთვის სასურველი ობიექტის მოძიება და შეთავაზება.
** სამუშაო ბაზის მართვა.
** პორტალზე მოძიებული პროდუქტის განცხადების განთავსება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (რუსული ან სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
კომპანიის კონკურენტული უპირატესობები:
** საქმის ადგილზე საფუძვლიანი შესწავლა
** ტრენინგები გაყიდვების სფეროში
** კორპორაციული ნომერი ულიმიტო სასაუბრო პაკეტით
** სხვადასხვა სამოტივაციო ტურები
** სრული სამუშაო ინვენტარი
** მაღალი საბონუსე სისტემა
** წამახალისებელი შეჯიბრებები.
** მეგობრული გუნდი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: zmargoshvili@gmail.com
ან მომწერეთ whatsApp-ზე: +995599956502