jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რეალიზაციისა და შესყიდვები/შედარების ბუღალტერი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 16 აგვისტო / განცხადების ვადა: 16 სექტემბერი

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას რეალიზაციისა და შესყიდვები/შედარების ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 08:30-17:30 სთ-მდე
ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდი 2800 ლარი შემდგომ 3000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის დებიტორებთან და კრედიტორებთან შედარების აქტების გაფორმება;
** ხელმოწერილი შედარების აქტის მიღების შემდეგ დებიტორების და კრედიტორების ნაშთების კორექტირება პროგრამაში;
** შესყიდვისა და რეალიზაციის ბუღალტრის მიერ გაკეთებული გატარებების პირველად დოკუმენტაციასთან შედარება
** კლიენტი და მომწოდებელი ორგანიზაციების საბარათე ნაშთების შედარება ე.წ GL ნაშთებთან და შესაბამისი კორექტირება საჭიროების შემთხვევაში
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Microsoft Dynamics Navision პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ბაკალავრი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, შესყიდვისა და რეალიზაციის გატარებების გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის კარგად ცოდნა;
** 1C პროგრამის ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურობა;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტებზე: vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "შედარების ბუღალტერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |