jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფრანგული ხაზის კონდიტერი
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 16 აგვისტო / განცხადების ვადა: 16 სექტემბერი

კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს ვაკანსიას ფრანგული ხაზის კონდიტრის პოზიციაზე.

"ასორტი ვერე"-ს საკონდიტრო წარმოება, ცივი და ცხელი სამზარეულო, საცხობი ნაწარმი- 2007 წლიდან ქართულ ბაზარზე მოწინავე ადგილს იკავებს და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს.
ასორტის სახელის ქვეშ დღეს უკვე ერთიანდება 1 ცენტრალიზებული საწარმო და 8 კაფეტერიათა ქსელი - სადაც სამასზე მეტი პირია დასაქმებული.

კომპანია დაარსების დღიდან ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებასა და წინსვლას.

"ასორტში" შეძლებთ გამოიყენოთ თქვენი პოტენციალის მაქსიმუმი, სრულად დაეუფლოთ თქვენს პოზიციას, ყოველდღიურად გქონდეთ შეხება საინტერესო გამოწვევებთან და პროფესიული ზრდის უნიკალურ შესაძლებლობებთან!

სამუშაო განაკვეთი: სრული, 09:00- 18:00 სთ;
ანაზღაურება: 1100-1700 ლარი;
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა/ პროფესიული განვითარება;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების ფურცლის მიღება;
** კომპანიაში დადგენილი ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით ფრანგული ხაზის ბისკვიტებისა და ლისტებისთვის ყველა საჭირო ინგრედიენტის მომზადება, შესაბამის ფორმებში მოთავსება და გამოცხობა;
** კომპანიაში დადგენილი ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით სხვადასხვა სახეობის მუსებისა და კრემების მომზადება;
** აწყობა ფრანგული ხაზის დესერტებისა და გაფორმება ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით;
** გამზადებული ნაწარმის მოთავსება მინუს მაცივარში;
** გამზადებული ნაწარმის მარაგების კონტროლი;
** წარმოებაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ფრანგული ხაზის მიმართულებით საკონდიტროში მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, "ფრანგული ხაზის კონდიტერი" ან შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1D5MCnqxKWqJ_BU5dOnXmJqcPDv77jg281o86nf8nvME/edit

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |