jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: JSON/XML უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 16 აგვისტო / განცხადების ვადა: 15 სექტემბერი

სს "ოპპა" ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

სს "ოპპა" ეძებს გუნდის წევრს JSON/XML უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე. თუ გაინტერესებს თანამედროვე ტექნოლოგიები, ხარ სიახლეების მიმართ მოქნილი გამოგვიგზავნე რეზიუმე და შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

პოზიციის მიზანია, პოზიციის მიზანია უზრუნველყოს Paybox-ის პროგრამული უზრუნველყოფისთვის კონტენტის განახლებების მომზადება.

რას გააკეთებ:

** მოწოდებული ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით გადახდის სერვისების აწყობა XML და Json ფაილებში: დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება, ტექნიკური დეტალების შეთანხმება, სერვისების დასამატებლად და ცვლილებებისათვის საჭირო კონტენტის მომზადება და პროგრამაში ასახვა;
** ცვლილებების საჭირო რგოლებთან შეთანხმება, ტესტირების შედეგების მიხედვით გასწორება და დადასტურება;
** საგადამხდელო არხებში (PayBox სწრაფი გადახდის ტერმინალები) ჩართული სერვისების ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში გასწორების უზრუნველყოფა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება;
** ჯუნიორ სპეციალისტის საქმიანობის მონიტორინგი, მომზადებული კონფიგურაციების კონსოლიდაცია და განახლების ვერსიის მომზადება.

მნიშვნელოვანია/სასურველია გქონდეს:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** XML და/ან JSON ფაილებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** Git-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი მოთხოვნები: პოზიცია იდეალურია დამწყები პროგრამისტებისთვის.

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოტივირებული.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |