"უდაბნო" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
დეპარტამენტი: ფინანსური
ანგარიშვალდებულია: დირექტორის წინაშე
ადგილმდებარეობა: თბილისი & საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელ სათაფლეს მიმდებარედ.
ძირითადი მოვალეობები:
** უზრუნველყოს ჯგუფში შემავალი კომპანიების ფინანსური ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება, პასუხისმგებელი პირების განსაზღვრა, ყოველი ტრანზაქციის კონტროლი და დადასტურება;
** უზრუნველყოს ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის შემოსავლების სამსახურის სისტემის გამართული მუშაობა, რაც მოიცავს რეალიზაციის, შესყიდვების, შიდა გადაზიდვების კონტროლს, დეკლარაციების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში კორექტირებას;
** გაუწიოს მონიტორინგი კომპანიებისთვის ბუღალტრული ბაზების გამართულ მუშაობას, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ახალი პროგრამის დანერგვა, პროგრამების მხარდაჭერის გუნდებთან კომუნიკაცია ხარვეზების გამოსასწორებლად და პროგრამის გასაუმჯობესებლად;
** უზრუნველყოს კომპანიებისთვის ხარჯების სისტემის დანერგვა/კონტროლი, პასუხისმგებელ პირებთან ინფორმაციის გადამოწმება, პირველადი დოკუმენტაციის მოთხოვნა/შემოწმება;
** შეადგინოს ბიუჯეტი, როგორც პროექტების, ისე კომპანიის ჭრილში, მოითხოვოს პასუხისმგებელი პირებისგან დეტალური ინფორმაცია და უზრუნველყოს ფინანსურ მოდელში გადატანა;
** უზრუნველყოს ფაქტობრივი ხარჯების ბიუჯეტთან შესაბამისობის დადგენა, მათი საჭიროების დაზუსტება და ფასთან შესაბამისობის კონტროლი. არაბიუჯეტური ხარჯების ანალიზი და გაუთვალისწინებლობის მიზეზების დადგენა, ხარჯების კლასიფიცირება პრიორიტეტების მიხედვით და გადარიცხვების რეპორტის მომზადება;
** უზრუნველყოს ყოველთვიური ადმინისტრაციული და მომსახურების ხელფასების სისწორის დადგენა, მათი ბიუჯეტთან შესაბამისობაში განხილვა, გადარიცხვების რეპორტის მომზადება;
** შექმნას ფინანსური მოდელები ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის, როგორც მიმდინარე, ისე ახალი პროექტებისთვის, მოახდინოს მათი ბანკთან წარდგენა და მოიძიოს ფინანსური რესურსი ხარჯების დასაფინანსებლად;
** შეადგინოს ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებები IFRS სტანდარტების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში წარადგინოს ბანკთან ან სხვა ფინანსური ორგანიზაციებთან;
** უზრუნველყოს სხვადასხვა სახის ანალიტიკური რეპორტების შემუშავება. მიმდინარე პერიოდის გასული პერიოდის ფინანსურ მონაცემებთან შედარება და გადახრების ანალიზი;
** აწარმოოს პროექტების მომგებიანობის ანალიზი, გასაყიდი პროდუქციის თვითღირებულების გამოთვლა, მათი გასაყიდი ფასების დადგენა, მარჟის %-ის განსაზღვრა და პროექტის მომგებიანობის ანალიზი;
** მონაწილეობა მიიღოს ხელშეკრულებების მომზადების პროცესში, ფინანსური კუთხით ნაკლებრისკიანი, დაცული და ფინანსურ რესურსებზე მორგებული ხელშეკრულების გაფორმების მიზნით;
** უზრუნველყოს დებიტორების და კრედიტორების კონტროლი, მათთან კომუნიკაცია, სწორი აღრიცხვა, პერიოდული შედარების აქტების გაფორმება და ვალიდაცია;
** პერიოდულად ჩაატაროს ინვენტარიზაცია, ბუღალტრულ ბაზასთან შედარება, ცდომილებების მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა, შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვა და არსებულის გაუმჯობესება;
** მოამზადოს სხვადასხვა სახის რეპორტები და წარუდგინოს მენეჯმენტს;
** განსაზღვროს დეპარტამენტის ამოცანები და მართოს მიმდინარე პროცესები;
** მისცეს მოტივაცია მის გუნდს, თანმიმდევრულად და სამართლიანად გადაანაწილოს დავალებები;
** შეინარჩუნოს და განავითაროს ურთიერთობები პარტნიორ კომპანიებთან;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა MS Office: Word; Excel;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური) ჩაითვლება უპირატესობად;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-მისამართზე hr@udabno.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "უდაბნო შელინგმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.