მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს - "სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი" - მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის, მთავარი პრიორიტეტებია მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო კომპანია "სანდომს" ესაჭიროება თანამშრომლები (მამაკაცი/ქალი) საკონდიტრო წარმოებაში.
პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, სოფ. ფონიჭალა
** განაკვეთი: სრული
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
** ხელფასი: გამომუშავებით, 1500 ლარიდან, სამუშაო პოზიციის, ნამუშევარი დღეების და დატვირთვის გათვალისწინებით.
** დასვენება: კვირა.
მოთხოვნები:
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
ძირითადი მოვალეობები:
** გამოშვებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი.
** სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტის გამოცხობა კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა საწარმოო სტანდარტის მიხედვით.
** სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა, მანქანა დანადგარების გასუფთავება
** დანადგარის მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზების დროული აღმოჩენა და შესაბამისი სამსახურის ინფორმირება;
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ელ.მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.