jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: დრეშ
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / განცხადების ვადა: 26 სექტემბერი

კომპანია "დრეშ" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე.

თუ გსურთ შემოუერთდეთ სწრაფად მზარდი ინოვაციური სტარტაპის გუნდს, ჩვენ ვეძებთ პოტენციალის მქონე ენერგიულ ადამიანებს, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას სტარტაპის განვითარებაში და გლობალურ ასპარეზზე პოზიციონირებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ვებ გვერდზე პროდუქტების პროგრამულად ატვირთვა;
** ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის შემოწმება, განახლება;
** ვებ გვერდზე არსებული პროდუქციის ფასებისა და მარაგების სისწორის უზრუნველყოფა;
** ვებ გვერდის უზრუნველყოფა ტექსტებით, სურათებით, აღწერით, ვიდეოებითა და სხვა საჭირო კონტენტით;
** პროდუქტის ფასების სისწორის მონიტორინგი შესაბამისი აქციის მიხედვით;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/სტუდენტი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** MS Office პროგრამების ცოდნა; (MS Word, MS Excel)
** სავალდებულოა Wordpress-ში მუშაობის გამოცდილება;
** Optimo-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

აუცილებელი უნარები:

** გამართული მეტყველება
** პოზიტიური
** ორგანიზებული
** კომუნიკაბელური

პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ;
** ანაზღაურება: 800-1000 ლარი;

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე - darchiaelene1@gmail.com



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |