კომპანია არქ-კონი 2022 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით. არქ-კონის სერვისებში შედის: ლითონის კონსტრუქციებისა და საფასადე სისტემების პროექტირება და მონტაჟი.
არქ-კონი აცხადებს ვაკანსიებს:
1. მხაზველი
ფუნქცია-მოვალეობები:
** ტექნიკური ნახაზების შედგენა და პროექტების მომზადება;
** მოთხოვნის საფუძველზე, არსებულ ნახაზებში ცვლილებების შეტანა,
** სპეციფიკაციის ამოღება საინჟინრო პროექტიდან და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურის ან საინჟინრო მიმართულებით
** განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც
** სასურველია, ArchiCAD და AUTOCAD პროგრამასთან მუშაობის ცოდნა
** Revit-ში და MEP სისტემების ხაზვის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირებული
** დროის მენეჯმენტის უნარით
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე შესწავლას;
** საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალური განვითარების შესაძლებლობას;
2. ანალიტიკოსი
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროექტების ჭრილში დანახარჯების კონტროლი და საპროგნოზო მონაცემების დამუშავება;
** კომპანიაში არსებულ პროექტებთან დაკავშირებულ აქტივობებში ჩართულობა;
** პროექტის შესაბამისი მასალების მოძიება შესასყიდად;
** ყოველთვიური ფინანსური ანალიზის მომზადება;
** საბაზრო ღირებულებების მუდმივი ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში სამუშაოთა მოცულობის უწყისის შემოწმება საბაზრო ღირებულებებთან მიმართებაში;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია მათემატიკის მიმართულებით;
** განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია ერკვეოდეს სამშენებლო ნახაზების წაკითხვაში;
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
** მოტივირებული და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი;
** დროის ეფექტურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე შესწავლას;
** საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალური განვითარების შესაძლებლობას;
** ტრენინგებსა და სწავლებებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: info@arch-con.ge