jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: GMC Motors
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

შპს "ჯიემსი მოტორსი GMC Motors" 10 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე და ყიდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, აგრეგატებს, ნაწილებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: საწყობის მენეჯერი

მოვალეობები:

** საწყობში მიმდინარე საოპერაციო პროცესების მართვა/ მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კოორდინირება და მართვა;
** პროდუქციის მიღებისა და სწორად დასაწყობების პროცესის მონიტორინგი;
** საწყობში წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების კონტროლი და პროდუქციის უწყვეტობის მიზნით, შეკვეთების სწორად წარმოება;
** საწყობში პროდუქციის გეგმური აღწერის წარმოება და მასთან დაკავშირებული სამუშაოების სწორად შესრულების მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე (მენეჯერულ პოზიციაზე) მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** FINA-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ავტონაწილების საწყობში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა სასურველია.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის და საქმის დელეგირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

სამუშაო დღეები/სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: hr@eg.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://www.facebook.com/LOVOL.GMC?locale=ka_GE

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@eg.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |