jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ABM პლანოგრამების პროგრამის მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მართავს.

"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 24 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 8500-მდე ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ABM პლანოგრამების პროგრამის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პლანოგრამაში ინტეგრირებული მონაცემების მუდმივი გადამოწმება: პროდუქციის სურათები, მოცულობები, გაყიდვები, ასორტიმენტები და ა.შ;
** არსებული დანადგარების შაბლონების მაღაზიის რუქაზე განთავსება, განახლების მოთხოვნა;
** აწყობილი პლანოგრამების კომერციული მონიტორინგი და მაღაზიაში გააქტიურების ნებართვის გაცემა;
** არსებული პლანოგრამების ანალიტიკა და რეპორტინგი: პლანოგრამების ეფექტურობის შედარება რეალიზაციის, მომგებიანობის და სხვა საინტერესო ჭრილში, პლანოგრამებში გაუქმებული ასორტიმენტის აღმოჩენა და ცვლილების ინიცირება;
** მაღაზიებში გადაგზავნილი პლანოგრამების განახლების მოთხოვნის მონიტორინგი და შედეგების რეპორტინგი;
** ახალი ფუნქციონალის დამატების შემთხვევაში, პროგრამული ტექსტის ქართულად თარგმნა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა ABM SHELF-თან დაკავშირებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია რითეილ სფეროში ანალიტიკის მიმართულებით გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება სს "ნიკორა ტრეიდისა" ს/კ 206255808 და უფლებამოსილი პირის - შპს "თი.დი.ჯი კონსალტინგის" ს/კ 405123049 (რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქუჩიშვილის ქ., N 18, სართული 1, საოფისე ფართი N2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@nikoratrade.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა ტრეიდის" ს/კ 206255808 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე -  jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ABM პლანოგრამების პროგრამის მართვის სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |