jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი ბილიონი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

სუპერმარკეტების ქსელი "ბილიონი", რომელიც საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, წლებია მომხმარებელს სთავაზობს 15000 და მეტი დასახელების სასურსათო და საყოფაცხოვრებო/სამშენებლო პროდუქციის არჩევანს და უწევს მათ მაღალხარისხიან მომსახურებას.

"ბილიონი"-ს მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული, უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალხარისხიანი მომსახურება, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და კომფორტული სივრცე. ამ ღირებულებების შენარჩუნება/განვითარებისთვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური კაპიტალის განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

კომპანია "ბილიონი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული (5 დღიანი სამუშაო კვირა)
.
ძირითადი მოთხოვნები:

** ბუღალტრად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბუღალტრის დახმარება ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო შესაბამისობის პროცესებში.
** ყოველთვიური დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** საბუღალტრო ოპერაციების გატარება პროგრამაში;
** კომპანიის ბუღალტრული საქმიანობის წარმოება;
** საქმიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სისწრაფე და ოპერატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე hr@bilioni.ge. გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტრის დამხმარე".

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |