jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Avia.ge
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

"Avia.ge"  აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

"Avia.ge" არის ავიაბილეთების სააგენტო, რომელიც მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ავიაბილეთების შეძენას ყველაზე დაბალ ფასად. ვეძებთ გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს.

თუ ხართ ორიენტირებული, გახდეთ კოლეგიალური, მეგობრული, პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ "Avia.ge" ის ადგილია, სადაც უნდა გამოავლინოთ თქვენი პროფესიული უნარები!

ფუნქცია-მოვალეობები:

** ავიაბილეთების ფასების შემოწმება, მომხმარებლისათვის შეთავაზება და დაჯავშნა-გამოწერა;
** სატელეფონო ხაზისა და სოციალურ ქსელების მეშვეობით მოსული მომხმარებლის მომსახურება;
** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროების დახმარებით;
** პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება;
** არსებულ მომხმარებელთან ურთიერთობის გაღრმავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საძიებო სისტემების გამოყენების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია);
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით.

კომპეტენციები და უნარები:

** წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო განაკვეთი:

** ორშაბათი-პარასკევი 19:00 - 22:00 (კვირაში ორი დღე დასვენება);
** შაბათი -10:00 - 18:00;
** კვირა -10:00 - 18:00.

ანაზღაურება: დარიცხული (1000 ლარი) + მაღალი საბონუსე სისტემა (800-2000 ლარამდე გამომუშავების შესაძლებლობით)

შერჩეული კანდიდატები გაივლიან სწავლების ეტაპს, რომლის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და შესაძლებლობებზე. გამოსაცდელ პერიოდში გაიცემა ფიქსირებული ანაზღაურების ნახევარი.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, კომპანიამ შერჩევის პროცესი დაიწყოს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე call@aviage.ge და "SUBJECT" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ქოლცენტრის ოპერატორი" (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი სივი არ განიხილება).



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |