"დეგუსტო" აცხადებს ვაკანსიას HR რეკრუტერის თანამდებობაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
** სამუშაო აღწერილობების მომზადება და მათი განთავსება;
** რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა, კანდიდატების შერჩევის არხების ჩამოყალიბებიდან საბოლოო გასაუბრებამდე;
** შერჩეული კანდიდატების გადანაწილება, ფილიალების მიხედვით;
** ფორსმაჟორულ სიტუაციაში, მყისიერი გადაწყვეტილებები და თანამშრომლების დელეგირება;
** რეგულარული კომუნიკაცია კანდიდატებთან;
** კანდიდატების რეზერვების მომზადება;
** კანდიდატთა მონაცემთა ბაზის წარმოება და განახლება;
** შერჩეული თანამშრომლისთვის ადაპტაციის პროცესის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია, HR მიმართულებით მინიმუმ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და კარგი დაგეგმვის უნარის მქონე;
** რამდენიმე დავალების ეფექტურად და ეფექტიანად ორგანიზებისა და პრიორიტიზაციის უნარი;
** წარმატების ძლიერი პერსონალური მოტივაცია და სურვილი;
** სასურველია, MS Excel-ის კარგად ცოდნა;
** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, დოლიძის ქ. #2;
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30 საათები;
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი.
ბენეფიტი: კვება + ჯანმრთელობის დაზღვევა + Fitpass;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე hr@degusto.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.