jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მიქსოლოგი
მომწოდებელი: სასტუმრო აფიშა
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

სასტუმრო "აფიშა", ეძებს გუნდის წევრებს, რომლებიც სასტუმროს სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სასიამოვნო გარემოს და დაუვიწყარ გამოცდილებას შეუქმნის სტუმრებს.

სასტუმრო "აფიშა" სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.

სასტუმრო "აფიშაში", მიქსოლოგი პასუხისმგებელია სასტუმროს კვების ობიექტებზე არსებულ ბარებში სტუმრებს გაუწიოს მაღალი დონის მომსახურება, უზრუნველყოს სასმელების სივრცის წესრიგი და მარაგები. დაიცვას სისუფთავე, შექმნას მაქსიმალურად მეგობრული და სასიამოვნო გარემო.

ძირითადი მოვალეობები:

** ბარის მოწყობა სტუმრების მისაღებად;
** გააკონტროლოს სამუშაო მიზანპლასი;
** მაქსიმალურად დაეხმაროს კოლეგებს სტუმრის კმაყოფილების მიზნის მისაღწევად;
** მოახდინოს ყოველთვიური ზუსტი ინვენტარიზაცია;
** აწარმოოს გატეხილი ჭურჭლის აღწერის პროცესი;
** შეკვეთის აღების შემდეგ დარწმუნდეს, რომ შეკვეთა მირთმეულია სწრაფად და სტანდარტების სრული დაცვით;
** გააკონტროლოს შეკვეთილი და მიღებული მარაგი;
** აკონტროლოს სასმელების და ბარის სხვა საჭირო ინგრედიენტების მარაგები;
** საჭიროების შემთხვევაში შეეძლოს კოლეგების ჩანაცვლება;
** სტანდარტების შესაბამისად შეასრულოს დასუფთავების პროცედურები;
** დაიცვას ობიექტზე არსებული სტანდარტები.

მოთხოვნები:

** სასურველია პროფესიული/უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ 1 წლიანი გამოცდილება;
** კარგი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები;
** კარგი საორგანიზაციო უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა.
** სასტუმროს მართვის სისტემების და საოფისე პროგრამების ცოდნა.
** აუცილებელია ინგლისური და ქართული ენების ცოდნა.

სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ა.შ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე: careers@hotelafisha.com ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |