jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ნახევარფაბრიკატების წარმოების ტექნოლოგი
მომწოდებელი: ზუბრი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 სექტემბერი

კომპანია "ზუბრი" აცხადებს ვაკანსიას ნახევარფაბრიკატების წარმოების ტექნოლოგის პოზიციაზე შესაბამისი სამუშაო ინსტრუქციითა და პირობებით.

სამუშაო პირობები:

** დასაქმების ტიპი: შეთავსებითი სამუშაო.
** სამუშაო ადგილი: ცოტნე დადიანის 111 ნომერი.
** ანაზღაურება: შეთანხმებით -შესრულებული საქმიანობის შედეგისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

ძირითადი მოვალეობები:

** ნახევარფაბრიკატების წარმოების პროცესის გაწერა/დაგეგმვა და კონტროლი.
** რეცეპტურების შემუშავება და კალკულაციების მართვა.
** მიღებული ნედლეულისა და მასალების დასაწყობების/შენახვის ვადებისა და ხარისხის კონტროლი.
** პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიური ციკლის მონიტორინგი.
** პროდუქციის დადგენილი ნორმების დარღვევების ანალიზი, მიზეზების დადგენისა და თანამშრომელთა სწავლების მიზნით.
** დაქვემდებარებული პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი, რეცეპტურის დაცვა, ჰასპისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი.
** დაქვემდებარებული პერსონალისათვის საქმიანობის აქტიური სწავლება პროდუქციის ხარისხის უზრუნველსაყოფად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ნახევარფაბრიკატების საწარმოო პროცესის ცოდნა პროფესიონალურ დონეზე.
** წარმადობის ოპტიმიზაცია, უვნებლობის სტანდარტების ცოდნა.
**ტექნოლოგიური ბარათების მომზადება კერძების რეცეპტურებსა და კალკულაციებზე მუშაობის გამოცდილება.
** HACP-ის სტანდარტების ცოდნა, დანერგვაში მონაწილეობის მიღება და კონტროლი.
**მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი სტაჟი.

ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@naturali.com

არაუგვიანეს 2024 წლის 29 სექტემბრის და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ რომ კომპანია" ზუბრი" ახორციელებს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას" ვაკანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით"
თქვენს შესახებ ინფორმაცია ჩვენს კომპანიაში შეინახება და დაცული იქნება, მხოლოდ კონკურსის მიმდინარეობის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |