"Glovo" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულო სივრცის ასისტენტის თანამდებობაზე.
Cook Room არის გლოვოს ერთ-ერთი ინოვაციური პროექტი, რომელიც გულისხმობს მხოლოდ მიტანის სერვისზე გათვლილ სივრცეს, სადაც გაერთიანებულია Glovo-ს პარტნიორი რესტორნების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, სპეციალურად აღჭურვილი სამზარეულოები.
სამუშაო განრიგი:
** სრული განაკვეთი - კვირაში 40 საათი, მათ შორის ღამის საათებში.
** ანაზღაურება, ხელზე ასაღები 880 ლარი;
** 6 თვის შემდეგ მატება ხელზე ასაღები 50 ლარის ოდენობით.
მთავარი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** სამზარეულოს საოპერაციო პროცესების კონტროლი;
** სამზარეულოს კოორდინატორის დახმარება ძირითადი ფუნქციების შესრულებაში;
** სამზარეულოს პროტოკოლის დაცვა და მასთან დაკავშირებული პროცესების გაუმჯობესება;
** ცვლის განმავლობაში კომპანია "გლოვოს" კურიერებისთვის დახმარების გაწევა საჭიროების შემთხვევაში;
** შეკვეთების მიწოდების და მასთან დაკავშირებული ყველა შესაძლოს პროცესების ზედამხედველობა და უზრუნველყოფა;
** სისუფთავისა და ჰიგიენის გეგმის პროცედურებისა და პოლიტიკის მართვა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება/ აღრიცხვა.
კრიტერიუმები, რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:
** უმაღლესი განათლება, (განიხილება სტუდენტებიც);
** ქართული ენა აუცილებელია, ინგლისური ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სამუშაო პროცესში მუდმივი ჩართულობისა და სრულის ცვლის პერიოდში საქმის შესრულების შესაძლებლობა;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** სასურველია საკვების უსაფრთხოების ნორმებისა და HACCP_ის სტანდარტების ცოდნა;
** ბაკალავრი;
** გამოცდილება 0-დან 1 წლამდე;
** ქართული, ინგლისური;
** სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე არ არის მთავარი მოთხოვნა.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე: Teona.kartvelishvili@glovoapp.com
გისურვებთ წარმატებებს!