jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: წარმოების მენეჯერი
მომწოდებელი: ზუბრი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 სექტემბერი

კომპანია "ზუბრი" უკვე მრავალი წელია აწარმოებს და "ნატურალის" მარკეტების საშუალებით სთავაზობს მომხმარებელს სხვადასხვა სახის პროდუქციას როგორიცაა: პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი, მზა ცივი და ცხელი კერძები..

შემოგვიერთდით გვაქვს აქტიური ვაკანსია წარმოების მენეჯერის პოზიციაზე შესაბამისი სამუშაო ინსტრუქციითა და პირობებით.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი:ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
** სამუშაო ადგილი: ცოტნე დადიანის 115 ნომერი.
** ანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** დასახული მიზნების მიღწევისთვის (რეალიზაციის გეგმის) ეფექტიანი პროცესის ჩამოყალიბება საწარმოში .
** შეთანხმებული რეცეპტურის დაცვის მკაცრი კონტროლი ნედლეულის მარაგების დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით.
** მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდების უზრუნველყოფა. როგორც გემოვნური ისე გარეგნული იერსახის დაცვით.,
** ანალიზის გაკეთება არსებულ და შესაძლო სამომავლო პრობლემური სიტუაციების და ოპტიმალური გამოსავალის მოსაძებნად.
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ანგარიშების შედგენა და ხელმძღვანელისათვის მიწოდება შეთანხმებული შინაარსით, ფორმით და პერიოდულობით.
** საწარმოში ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების მკაცრად დაცვა და შესრულების კონტროლი
** ყველა პროცესის შესაბამის პროგრამაში ასახვა სიზუსტის მკაცრი დაცვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** წარმადობის ოპტიმიზაცია, უვნებლობის სტანდარტების ცოდნა.
** ტექნოლოგიური ბარათების მომზადება კერძების რეცეპტურებსა და კალკულაციებზე მუშაობის გამოცდილება.
** HACP-ის სტანდარტების ცოდნა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სტაჟი.

ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@naturali.com

არაუგვიანეს 2024 წლის 29 სექტემბრის და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ რომ კომპანია" ზუბრი" ახორციელებს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას" ვაკანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით"
თქვენს შესახებ ინფორმაცია ჩვენს კომპანიაში შეინახება და დაცული იქნება, მხოლოდ კონკურსის მიმდინარეობის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |