"ალფა დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო დაზღვევის ანდერაიტერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №16
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მათემატიკის, ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სადაზღვევო პროდუქტის ფასწარმოქმნის და პირობების უზრუნველყოფა;
** სადაზღვევო რისკების შეფასება და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
** პორტფელის პერიოდული ანალიზი და კონტროლი;
** ზარალიანობის მონიტორინგი და მართვა;
** ბაზრის კონკურენტული ანალიზის საფუძველზე, დაზღვევის პირობების გადახედვა და რეკომენდაციების უზრუნველყოფა;
** დეპარტამენტში შემომავალი დაზღვევის/გადაზღვევის მოთხოვნების მომსახურება;
** გადაზღვევის დოკუმენტაციის მომზადება და გადამზღვეველ კომპანიებთან (უცხოური, ადგილობრივი) ურთიერთობა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგების მომზადება/კვარტალური ანგარიშგების, სხვადასხვა რეპორტების მომზადება და გადამზღვეველთან მიწოდება;
** ახალი სადაზღვევო პროდუქტისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება და მომზადება;
** საჭიროებისამებრ არსებული ხელშეკრულებების შესაბამისი სექციების მოდიფიცირება;
** დაზღვევის დოკუმენტის (პოლისი) დავიზება;
** პარტნიორ გადამზღვეველ კომპანიებთან ზარალის დარეგულირებაში მონაწილეობის მიღება;
** გადამზღვეველთან გადასარიცხი თანხების კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება/ მიწოდება;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან შესრულებული სამუშაოს შესახებ;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფილური დავალებების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით მისამართზე: hralpha@alpha.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.