jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: GMC Motors
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

შპს "ჯიემსი მოტორსი GMC Motors" 10 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე და ყიდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, აგრეგატებს, ნაწილებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მძღოლ-ექსპედიტორი

ძირითადი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B და C კატეგორია);
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მძღოლი-ექსპედიტორის თანამდებობაზე (სასურველია);
** ყოველდღიური გეგმების მიღება ობიექტების მიხედვით;
** დილით საწყობში მანქანის დატვირთვის უზრუნველყოფა საჭირო პროდუქციით;
** სამუშაო მარშრუტის დაგეგმვა;
** გაყიდული პროდუქციის დროულად მიწოდება მყიდველისთვის
** პროდუქციის დროულად მიტანა ობიექტებზე და ჩაბარება, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება.

პიროვნული თვისებები:

** აქტიური, თავაზიანი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა.

სამუშაო დღეები/სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00
ანაზღაურება 1400ლ

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: hr@eg.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://www.facebook.com/LOVOL.GMC?locale=ka_GE

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@eg.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |