jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კურიერი სატვირთო ავტომობილით
მომწოდებელი: Izi Box
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

კომპანია "IZI BOX" აცხადებს ვაკანსიას თბილისში, კურიერის პოზიციაზე საკუთარი ავტომობილით.

"IZI BOX"-ი არის ლოგისტიკური კომპანია, რომელიც ემსახურება MSME, მცირე და საშუალო ბიზნესებს, საქართველოს მასშტაბით.

"IZI BOX"-ი დიდი გამოცდილებით გამოირჩევა ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს სწრაფ მომსახურებას საქართველოს მასშტაბით.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://izibox.ge/

ძირითადი პირობები:

** დასაქმების ადგილი: ქ. თელავი;
** სამუშაო განაკვეთი: შეკვეთების მიტანის დრო 10:00-დან 23:00 საათამდეა, საიდანაც შენი სამუშაო დრო 8, ან 12 საათით განისაზღვრება;
** ანაზღაურება: 2000-2500 ლარი;
ფიქსირებული 1000 ლარი + ავტომობილის იჯარა 400 ლარი.
** ბონუსი თითიეული დავალება + 2 ლარი, მსხვილ ტექნიკაზე + 3 ლარი;
** საწვავს სრულად უზრუნველყოფს კომპანია;
** ულიმიტო სასაუბრო დრო მობილურზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
აუცილებელი მოთხოვნაა - მცირე მეწარმის სტატუსის დამდასტურებელი საბუთი !
(არ ქონის შემთხვევაში შესაძლებელია სტატუსის მინიჭება)

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია - სატვირთო ავტომობილის (მაგალითად: Ford Transit;) ყოლა (იჯარა-400 ლარი)
** ასევე (მაგალითად: Ford connect; Opel combo…- იჯარა 300 ლარი)
** ქალაქისა და გარეუბნების ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

** საკურიერო მომსახურების გაწევა - პროდუქციის მომხმარებლებთან მიტანა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა დოკუმენტების ადრესატისათვის გადაცემა და/ან ადრესატიდან წამოღება;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა;
** ლოიალობა და სერვისულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა და მოწესრიგებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსეთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: https://bit.ly/3g2x0px

თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყონებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |