მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანამდებობაზე შემდეგ განყოფილებებში:
** საოპერაციო;
** პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპია;
** კარდიოლოგია;
** რეანიმაცია;
** ანესთეზია.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: 4 დღეში ერთხელ, 24 საათიანი მორიგეობები.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. #12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი/მედდა;
** მისაღებია მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები მე-7 სემესტრიდან;
** სასურველია, პრაქტიკოსი ექთნის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება; შესაბამის განყოფილებაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები:
** გაიდლაინების მიხედვით მუშაობა;
** შიდა სამუშაო პროტოკოლების დაცვა;
** ექიმის დანიშნულების შესრულება.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გულისხმიერება;
** ორგანიზებულობა;
** აკურატულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 03.10.2024-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.