jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

"ნუტრიმაქსი" საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.

კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.

სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.nutrimax.ge

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური, სამეურნეო და ადმინისტრაციული საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციაზე მივესალმებით გამოცდილ, კომუნიკაბელურ, დეტალებზე და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.

სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 (ორშ-პარ), 09:00-16:00 (შაბათი)
ანაზღაურება: 1800 ლარი (Net) (მზარდი პერსპექტივით)
დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან); კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური, სამეურნეო, ადმინისტრაციული სასაქონლო მარაგების კონტროლი, მიღება-გაცემა, აღრიცხვა;
** მარაგების მოძრაობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და მონიტორინგი;
** საწყობის სწორად დაგეგმვა/გამოყენება - მათ შორის შრომის უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით;
** გარკვეული პერიოდულობით საწყობის აღწერა და ინვენტარიზაცია;
** წუნდებული პროდუქციის მართვა და შესაბამისი ინფორმაციის ასახვა პროგრამულად;
** სამუშაო პროცესის გაუმჯობესება/ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** საწყობების მართვის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნაც);
** სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 01 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: recruiting@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკური, სამეურნეო და ადმინისტრაციული საწყობის მენეჯერი".

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |