jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მაღაზიის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ნაბუ
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვანი, პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია "NABU" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

NABU ჯგუფი არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი კომპანია, რომლიც ფლობს როგორც მონობრენდულ ასევე მულტიბრენდულ მაღაზიების ქსელს. 1999 წლიდან ჩვენი კომპანია საქართველოში, ოფიციალურად და ექსკლუზიურად წარმოადგენს 30-მდე ყველაზე პოპულარ ევროპულ ბრენდს: Emporio Armani, Armani Exchange, MaxMara, MM6 Maison Margiela, MSGM, Zadig&Voltaire, Dsquared, Ami Paris, Coperni, Vivetta, Mugler, Marine Serre, Comme des Garcon, Eleventy, C.P Company…..

** პოზიციის დასახელება: მაღაზიის გაყიდვების მენეჯერი
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
** სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე, ცვლებში: 11:00 -20:00; 13:00- 22:00
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** ჯანმრთელობის დაზღვევა

გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს თუ ის არ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს:

აუცილებელი მოთხოვნები:

** პრემიუმ ბრენდები, საცალო გაყიდვები (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი/აქსესუარი) - მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა;
** მიმდინარე მოდის ტენდენციების, ვიზუალური მერჩენდაიზინგის და მომსახურების მაღალი სტანდარტების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით;
** ლიდერული უნარ-ჩვევები, 15-20 თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის მართვა;
** ძლიერი კომუნიკაციის უნარი და ინგლისური ენის მაღალი დონე, მინიმუ B1;
** ძლიერი IT უნარები POS პროგრამულ უზრუნველყოფაში (RetailPro) ან Microsoft-ის მსგავს პაკეტში, საჭირო ანგარიშების შექმნის შესაძლებლობა;
** მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციებისთვის SOP-ების შექმნის ცოდნა და უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის პერსონალის მართვა;
** ფილიალის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
** სწორი მართვის, ზედამხედველობისა და თანამშრომელთა დატრეინინგების საშუალებით დასახული მიზნების მიღწევა;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა;
** მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
** ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა;
** გაყიდვების ანალიზი და გაყიდვები ზრდის მექანიზმების დანერგვა;
** სალაროს, მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა;
** სხვა შესაბამისი მოვალეობები, რაც შეიძლება დასჭირდეს კომპანიას.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ - მისამართზე: vacancy@itc.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმე ფოტოს გარეშე არ განიხილება. ასევე, გთხოვთ რეზიუმეს თან დაურთოთ სამოტივაციო წერილი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |