jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: კლინტექი
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

კომპანია "კლინტექ" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანიაზე დამატებითი ინფორმაციის შესახებ, გადადით ბმულზე: https://zoma.ge/

ფუნქცია-მოვალეობები:

** მყიდველის შეკვეთების დამუშავება;
** რეალიზაციების გატარება და სასაქონლო ზედნადებების გამოწერა 1C პროგრამიდან;
** უკან დაბრუნებული პროდუქციის დოკუმენტაციის შემოწმება და 1C პროგრამაში ასახვა;
** შიდა გადაადგილებების პროგრამაში ასახვა და ზედნადებების გამოწერა;
** საწყობში არსებული სასაქონლო ნაშთების პროგრამული კონტროლი და ინვენტარიზაცია;
** სასაქონლო-მატერიალურ მარაგებთან დაკავშირებული არაყოველდღიური სხვა ოპერაციების ასახვა პროგრამაში;
** საქონლისა და მომსახურების შემოსვლის გატარება;
** უშუალო უფროსის თანამდებობასთან შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ბუღალტრული პროგრამის (1C) მაღალ დონეზე ფლობა - აუცილებელი პირობაა;
უმაღლესი განათლება ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება - ჩაითვლება უპირატესობაში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი 68ა
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 დღე)
სამუშაო საათები 09:00 - დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: 2000 ლარი, მზარდი 3 თვის შემდეგ

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-მისამართზე: hr.zoma1@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "კლინტექ" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს " კლინტექმა" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "კლინტექში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის მისამართზე ქ. თბილისი, ავლიპ ზურაბაშვილის 5 ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე INFO@ZOMA.GE



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |