jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სერვის ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 28 სექტემბერი

კომპანია "ალტა" წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე ლიდერ ტექნოლოგიურ ფლაგმანს, რომელიც ოპერირებს ყველა უმსხვილესი მსოფლიო ბრენდის საცალო გაყიდვების, დისტრიბუციის და მომსახურების მიმართულებით.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის ოპერატორის ვაკანტურ პოზიციაზე თბილისში.

განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** მომხმარებლების საჭიროების მიხედვით მათთვის საინტერესო ინფორმაციის დროული და ამომწურავი მიწოდების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** მიღებული ნივთების შესახებ სრულყოფილი დოკუმენტაციის გაფორმება;
** მიღებული ნივთების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან დროულად გადამისამართება;
** გასაცემი ნივთის სტანდარტების დაცვით გაცემის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებისაგან მიღებული უკუკავშირის შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების საშუალო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

საქმიანი თვისებები:

** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.ge 2024 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |