"ცეცხლი აინთო" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. მემწვადე
მოვალეობები:
** მენიუში არსებული სხვადასხვა სახის პროდუქციის მომზადება მაყალზე.
** პროდუქციის ვარგისიანობისა და შენახვის ვადების კონტროლი, მარაგების შესახებ ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული (ყურადღებიანი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურება საწყის ეტაპზე 1750-2080 ლარიდან გამოცდილების და გრაფიკის შესაბამისად (სასურველი გრაფიკია 5/2 ან 6/1)
** გუნდური, აქტიური, მეგობრული სამუშაო გარემო
2. მემწვადის დამხმარე (შეკვეთის ამწყობი)
მოვალეობები:
** შეკვეთის გასაცემად საჭირო პროდუქციის წინასწარ მომზადება.
** მემწვადის მიერ მომზადებული პროდუქციის შეფუთვა, ვიზუალზე ზრუნვა და შეკვეთის გაცემა სტანდარტების მიხედვით.
საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** ენერგიულობა
** დეტალებზე ორიენტირებული (ყურადღებიანი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურება საწყის ეტაპზე 1550-1820 ლარიდან გამოცდილების და გრაფიკის შესაბამისად (სასურველი გრაფიკია 5/2 ან 6/1)
** გუნდური, აქტიური, მეგობრული სამუშაო გარემო
მისამართი: თბილისი, საბურთალო, ტაშკენტის ქუჩა N10/ ვაკე, აბაშიძის ქუჩა N10
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: tsetskhliainto@gmail.com ან დაგვირეკოთ მითითებულ ნომერზე.
ტელეფონი: 599805333
ჩვენზე დამატებითი ინფორმაციის გასაგებად ეწვიეთ: https://www.facebook.com/profile.php?id=100094051130021
გისურვებთ წარმატებას!