jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბარისტა-კონსულტანტი
მომწოდებელი: Brunch By Gastronome
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

GASTRONOME GROUP-ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი Brunch By Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს.

ვებგვერდზე: https://kitchenandliving.ge/
Facebook: https://www.facebook.com/kitchenliving.gastronome
Instagram: https://www.instagram.com/kitchenliving.gastronome

Brunch By Gastronome-ის გუნდში ვეძებთ თანამშრომელს ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ასორტიმენტის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა;
** მომხმარებლების კონსულტაცია;
** ყავის სხვადასხვა სახეობების მომზადება;
** ფრეშების სხვადასხვა სახეობების მომზადება;
** მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა;
** ონლაინ მიღებული შეკვეთის მომზადება;
** სამუშაო სივრცეში მუდმივი წესრიგის კონტროლი;
** ყავის და ფრეშის აპარატის მოვლა ინსტრუქციის შესაბამისად და ჰიგიენური ნორმების დაცვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** სავალდებულოა ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაციის გამორჩეული უნარი;
** გამართული მეტყველება.

პირობები:

** ანაზღაურება: 1000 ლარი (სამი თვის შემდეგ ბონუსი)
** ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად
** სტაჟირება: 1 კვირა (ანაზღაურებადი)
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი)
** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე
** ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge.

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ " შპს გასტრონომ ბრანჩი " შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |