jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების ასისტენტი
მომწოდებელი: Sakura Properties
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

უძრავი ქონების გაყიდვა/გაქირავების კომპანია Sakura Properties, რომელსაც მხოლოდ მაღალი კლასის უძრავი ქონება აქვს და მუშაობს ამერიკული მოდელით, თავის გუნდში ეძებს ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს გაყიდვების დეპარტამენტში.

თქვენ ხდებით გაყიდვების ასისტენტი, ხოლო შემდეგ თქვენი განვითარების და მოტივაციას შესაბამისად, 10-12 თვეში, ხდებით უშუალოდ გაყიდვების სპეციალისტი.

მოვალეობები:

** ზარებზე პასუხი და კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება
** უძრავი ქონების ბაზების შექმნა (ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას)
** კომპანიაში მომუშავე გაყიდვების სპეციალისტებთან კომუნიკაცია და მათთვის სხვადასხვა უძრავ ქონებაზე ინფორმაციის მიწოდება
** ონლაინ პორტალებზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის ძიება და განთავსება

რა არის მნიშვნელოვანი ამ პოზიციის ადამიანისთვის:

** კომუნიკაბელურობა - ახალი ადამიანების გაცნობა მათთვის სიამოვნება უნდა იყოს (ძირითადად ესაუბრებით მაღალი კლასის უძრავი ქონების მესაკუთრეებს)
ცნობისმოყვარეობა - უნდა გაინტერესებდეთ უძრავი ქონების სხვადასხვა მიმართულების მუშაობის პრინციპი (ჩვენ გასწავლით)
** გამდიდრების რეალისტური სურვილი - უძრავი ქონების ბიზნესი ძალიან დიდი რესურსია ფინანსური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, შესაბამისად თქვენ როდესაც ეხმარებით ჩვენს აგენტებს და ისინი ყიდიან, ან აქირავებენ უძრავ ქონებას, თქვენ აქედან ასევე იღებთ პროცენტს და თან სწავლობთ ძალიან ბევრს
** საოფისე პროგრამების ცოდნა - Google Docs, Google Sheets, Google Drive, Gmail
** ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება პლიუსად, თუმცა არ არის სავალდებულო

რას მიიღებთ ჩვენი მხრიდან:

** ინტენსიური ტრენინგები გაყიდვებისა და კომერციული უძრავი ქონების მიმართულებით
** სამოტივაციო აქტივობები და წამახალისებელი ბონუსები
** თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა (რაც სამწუხაროდ, იშვიათია ამ სფეროში)
** კლიენტების და უძრავი ქონების ერთეულების დიდ მზა ბაზაზე წვდომა
მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი
** ანაზღაურება: თვეში 700 ლარი ფიქსირებული + 5% გაყიდვებიდან (ჩვენი გაყიდვების ასისტენტები პროცენტებით თვეში ადიან (1000-2500 ლარამდე)
** ტრანსპორტი: ულიმიტო აბონემენტი

ჩვენი ინსტაგრამი: https://www.instagram.com/sakura.properties/

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათი-პარასკევი 10:00-18.00, ან 11:00- 19:00 (თქვენ ირჩევთ)
ჩვენი ოფისი მდებარეობს საბურთალოზე, სპორტის სასახლესთან.

გამოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე info@sakura.ge და აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |