jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: Super
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.

"სუპერი" ბაზარზე წარმოდგენილია ფიზიკური მომსახურების 15 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიით.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/

დღეს "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს ელექტრონული კომერციის დეპარტამენტის საწყობში საწყობის თანამშრომლის თანამდებობაზე ვეძებთ.

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი
** დასვენების დრო: კვირაში 2 დღე (შეთანხმებით)
** სამუშაო გრაფიკი: ერთცვლიანი (10:00-19:00)
** ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული
** ანაზღაურების ოდენობა: 1200 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, დასაწყობება;
** მომხმარებლის შეკვეთების შესაბამისად პროდუქციის შეგროვება, გასაგზავნად გამზადება, პროგრამული ასახვა;
** სახარჯი მასალების (შესაფუთი და სხვ.) მარაგების კონტროლი, მოწესრიგება;
** პროდუქციის აღწერის პროცესში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია, იდენტურ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურობა და კოლეგიალურობა;
** კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური ოპერირების უნარი;
** პუნქტუალურობა;

შერჩევის პროცესი:

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: HR@superstore.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება) ან დაგვიტოვეთ თქვენ შესახებ ინფორმაცია ბმულზე: https://rb.gy/jijyh9

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს);
** გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან;
** 5 დღიანი სტაჟირება;

ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 577021010

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სუპერის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.

"სუპერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |