შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია "მშობლების თანადგომას" 18+ დღის ცენტრი მის: თბილისი თევდორე მღვდლის ქ. 46 აქვს ვაკანსია ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო საათები მოიცავს კვირაში ხუთ სამუშაო დღეს 10-16 საათამდე.
ანაზღაურება შეთანხმებით!
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დაეხმაროს სპეც.პედაგოგს და მონაწილეობა მიიღოს დღის ცენტრის ყველა აქტივობების განხორციელების პროცესში.
** სოციალური ინტეგრაციის პროგრამის, თემატური გასვლითი გაკვეთილების, სეზონური კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმის შედგენასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** ჯგუფური აქტივობების დაგეგმა და განხორციელება
** ბენეფიციარების ინდივიდუალურად დახმარება საჭიროების შემთხვევაში;
** შშმ 18 წელს ზემოთ ბენეფიციარების გამოყენებითი ხელოვნება და შრომითი საქმიანობის აქტივობების განხორციელება, შემუშავებული პროგრამიდან გამომდინარე სამუშაო მასალის მომზადება-მოძიება;
** გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა;
** დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი (ან სტუდენტი ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპიის, სოცმუშაკის სპეციალობით) განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel)
მოთხოვნები სპეციფიკური და პიროვნული უნარების მიმართ:
** სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** დატვირთულობის/დაძაბულობისა და კრიტიკის მიღების უნარი;
** კეთილსინდისიერება/სანდოობა;
** მოქნილობა, გამძლეობა (სტრესის დაძლევის უნარი);
** სხვების დახმარებაზე ორიენტაცია;
** კომუნიკაბელურობა, ინიციატივა;
** ადაპტაციის უნარი.
** პუნქტუალობა
შერჩევის პროცედურა:
** 1 ეტაპი - CV-ის განხილვა;
** 2 ეტაპი - გასაუბრება;
გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: natiakikvadze52@gmail.com. ელფოსტის "subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი 2024!