შპს "ბილდინგ მექანიკს ენდ ელექტრონიკს" Schindler-ის შვეიცარიული ჯგუფის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში და ეწევა Schindler-ის ბრენდის ლიფტების, ესკალატორებსა და ტრავოლატორების მონტაჟს, შეკეთებას და ტექნიკურ მომსახურებას, რომელსაც წელს 150 წელი შეუსრულდა. ბაზარზე ლიდერობის მიზნით, BME - Schindler Georgia იყენებს პროფესიული ეთიკის, ხარისხისა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობებია:
** სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვისა და აქტების შედგენა/კორექტირება, ფორმა 2;
** ლიფტების და ესკალატორების დამონტაჟებისას პროცესის მონიტორინგი; მომსახურების სამუშაოების პროცესების მონიტორინგი.
** შესრულებული სამუშაოს მოცულობის განსაზღვრა და აღრიცხვა;
** კომუნიკაცია სამუშაოს მწარმოებლებთან და მომხმარებელთა წარმომადგენლებთან.
** ტექნიკური სპეციალისტების ყოველდღიური მუშაობის რეჟიმისა და დისციპლინური ქცევის დაცვის მონიტორინგი;
** სამშენებლო, ტექნიკური და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
მოთხოვნები:
** უმაღლესი საინჟინრო (მშენებლობა, მექანიკა, ელექტროობა, სამრეწველო მშენებლობა და სხვა) განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა
** ენების სავალდებულო ცოდნა სასაუბრო დონეზე: ქართული, რუსული, ინგლისური.
** უპირატესობა ენიჭება მართვის მოწმობის მფლობელს.
** ტექნიკური მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული თვისებები: ორგანიზებული;
** ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობა
** ეფექტური მუშაობა მკაცრად განსაზღვრულ ვადებში;
** პატიოსანი და საიმედო.
Სამუშაო პირობები:
** სამსახურში აყვანა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,
** სამუშაო გრაფიკი - ხუთდღიანი სამუშაო კვირა.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: office@bme.ge
არ დაგავიწყდეთ წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ჩვენ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 30 სექტემბერი
გისურვებთ Წწარმატებებს!