jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კურიერის დამხმარე
მომწოდებელი: Izi Box
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

კომპანია "IZI BOX"-ი აცხადებს ვაკანსიას თბილისში კურიერის დამხმარეს პოზიციაზე.

"IZI BOX"-ი არის ლოგისტიკური კომპანია, რომელიც ემსახურება MSME, მცირე და საშუალო ბიზნესებს, საქართველოს მასშტაბით.

"IZI BOX"-ი დიდი გამოცდილებით გამოირჩევა ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს სწრაფ მომსახურებას საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://izibox.ge/

ძირითადი პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 14:00-23:00 და 10:00-19:00სთ;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი;
** დასაქმების ადგილი: თბილისი, ურეკის ქუჩა;

** აუცილებელი მოთხოვნაა - მცირე მეწარმის სტატუსის დამდასტურებელი საბუთი !
(არ ქონის შემთხვევაში შესაძლებელია სტატუსის მინიჭება)

ძირითადი ფუნქციები:

** კურიერისათვის დახმარების გაწევა - ავტომობილის დატვირთვა და დაცლა სხვადასხვა სახეობის ნივთებით;
** პროდუქციის უსაფრთხოდ და სტანდარტების შესაბამისად მიწოდების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

** სასურველია, სამუშაო გამოცდილება საკურიერო ან/და მომიჯნავე მიმართულებით;
** შრომისმოყვარეობა და პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ CV ბმულზე: https://bit.ly/3xcyuTY

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2.

თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყონებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |