"თოდუას კლინიკა" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას IT-Support-ის მიმართულებით.
სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-17:00 (სტუნდეტურ გრაფიკზე ხელშეწყობთ);
სტაჟირება განისაზღვრება 2-3 თვემდე ვადით; სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატი დასაქმდება უმცროსი IT სპეციალისტის პოზიციაზე.
გადამზადების პერიოდში, სტაჟიორი პრაქტიკული მაგალითებით შეისწავლის:
** კომპიუტერული სისტემებისა და ტექნიკის გამართვას;
** პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაციას, ტექნიკურად გამართვას;
** ქსელური და კომპიუტერული პრობლემების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრის გზებს;
** საოფისე პროგრამების ინსტალაციას, ხარვეზის შემთხვევაში, პრობლემის იდენტიფიცირებასა და მის გადაწყვეტას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი (ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);
** Microsoft Windows ოპერაციის სისტემების მინიმალური ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** მოტივაციისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო განაკვეთი:09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან - პარასკევის
ჩათვლით);
** მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის 13.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!