jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მიწოდების სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

http://www.bms.ge

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავჭალა, გრ. ხანძთელის N2.
სამუშაო განრიგი: სამშაბათი-შაბათი, 09:00-18:30სთ. შესვენება: დღეში 1 საათი.
დასვენება: კვირაში ორი დღე. კვირა-ორშაბათი.
ანაზღაურება: შეთანხმებით;

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიწოდების პროცესის დაგეგმვა ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსთან კოორდინაციაში;
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის დროულად მიწოდების განრიგის შემუშავება, წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით;
** ობიექტების მიხედვით პროდუქციის დახარისხების ორგანიზება და შესაბამის მისამართებზე განაწილება;
** არაგეგმიური შეკვეთების შემთხვევაში, მიწოდების პროცესის დაგეგმვა გაყიდვების დეპარტამენტთან კოორდინაციაში, და შესრულების კონტროლი;
** მიწოდებისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოება;
** დღის ბოლოს თანხის მიღება მძღოლ-ექსპედიტორისგან, გადამოწმება და მიღებული თანხის გადაცემა ბუღალტერიისთვის;
** სავაჭრო ობიექტებიდან პროდუქციის უკან დაბრუნების პროცესის კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის ხარისხის შეფასება, მათ მიერ პროცედურებისა თუ გაიდლაინების შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** მიწოდების პროცესის შეუფერხებლობის მიზნით, გაუთვალისწინებელი შემთხვევების მართვა და საჭირო გადაწყვეტილებების მიღება.

მოთხოვნები:

** სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის (გუნდის მართვის) სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება სატრანსპორტო ლოჯისტიკის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით MS Excel;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

ტელ.: 595 089796

გისურვებთ წარმატებებს!

"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |