jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Manamo Home
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

საოჯახო ტექსტილის კომპანია "Manamo Home" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენთან გელოდებათ:

** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 6 სამუშაო დღე):

** 2 დღე - 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება;
** 4 დღე - 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
** ახალი პროდუქტების შესწავლა;
** პროდუქციის ფასმაჩვენებლების პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა.

აუცილებელი უნარები:

** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსთან ერთად, მისამართზე: hr@manamohome.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ რომ კომპანია "Manamo Home" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |