კომპანია "ტორტინი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
საკონდიტრო "ტორტინი" 10 წლიანი გამოცდილების მანძილზე მომხმარებლებს სთავაზობს სიყვარულით შექმნილ, მრავალფეროვან პროდუქციას - უკვე 29 ფილიალში.
ჩვენ მიზნად ვისახავთ გრძელვადიანი და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.
შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი:
გლდანი - ჯაბიძის 8, ვეკუას ქუჩა
მუხიანი - გობრონიძის ქუჩა
ისანი - გაბრიელ სალოსის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: ცვლები 09:00-16:00; 16:00-23:00
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
** პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის მარაგების კონტროლი და შევსება საჭიროებისამებრ;
** სალარო ოპერაციების შესრულება;
** სამუშაო გარემოს მოწესრიგებულობაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სრული/არასრული;
** სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.
პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დაგეგმარების უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: hr.food7@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ "მოლარე-კონსულტანტი".
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.