კომპანიის შესახებ:
"გალილეო ფიტნესი" ქართული ბრენდია, რომელიც ქუთაისში 2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება. რვა წლის მანძილზე, ჩვენს მიერ, შექმნილ სამოტივაციო და მეგობრულ გარემოში, ათი ათასზე მეტმა ადამიანმა უკვე შეძლო საკუთარი ფიტნეს მიზნების წარმატებით მიღწევა და ეს ციფრი ყოველდღიურად იზრდება.
2024 წლის შემოდგომაზე, ჩვენი ახალი ფილიალი თბილისში გაიხსნება. ფიტნეს სფეროში დაგროვილი გამოცდილებით ჩვენ ვქმნით იდეალურ ატმოსფეროს, სადაც ვარჯიშის პროცესი, გამორჩეულად სასიამოვნო და კომფორტული იქნება.
ჩვენი პრიორიტეტებია:
** თანამედროვე აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა;
** მრავალფეროვანი სავარჯიშო პროგრამები;
** მაღალკვალიფიციური პერსონალი;
** ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების სტანდარტის შესაქმნელად.
ვაკანსიის დასახელება: ფიტნეს კლუბის მენეჯერი
მდებარეობა: თბილისი, ქერჩის ქუჩა #30
სამუშაოს ტიპი: სრულ განაკვეთზე
სამუშაოს აღწერა:
ფიტნეს კლუბის მენეჯერი პასუხისმგებელია ფიტნეს კლუბის ყოველდღიური ოპერაციების ზედამხედველობაზე, რათა უზრუნველყოს დაწესებულების შეუფერხებელი და ეფექტიანი მუშაობა. ძირითადი პასუხისმგებლობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები იხილეთ ქვემოთ.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
ობიექტის მართვა:
** ფიტნეს კლუბის ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
** დარწმუნება, რომ ობიექტი არის სუფთა, უსაფრთხო და კარგად მოვლილი;
** აღჭურვილობის მოვლა და მათი შეკეთების გრაფიკის მართვა.
პერსონალის მენეჯმენტი:
** ფიტნეს კლუბის პერსონალის დაქირავება, ტრეინინგების ორგანიზება და ზედამხედველობა;
** ცვლების დაგეგმვა და თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს შეფასება;
** თანამშრომლებთან შეხვედრებზე მიღებული უკუკავშირის შესაბამისი რეაგირება.
მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა:
** კლუბის წევრების მომსახურების ხარისხზე ზრუნვა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება;
** წევრების კმაყოფილების გასაუმჯობესებლად სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** წევრობის მიღების, გაუქმებისა და განახლების ეფექტიანი მართვა.
პროგრამების შემუშავება:
** ფიტნეს პროგრამებისა და კლასების შექმნა ახალი წევრების მოსაზიდად;
** ღონისძიებების, სემინარებისა და ფიტნეს გამოწვევების ორგანიზება;
** ფიტნეს პროგრამების და კლასების ეფექტიანობის შეფასება და მონიტორინგი.
მარკეტინგი და გაყიდვები:
** მარკეტინგისა და სტრატეგიის დაგეგმვა მარკეტინგის სამსახურთან თანამშრომლობით;
** სარეკლამო სააგენტოებთან თანამშრომლობა სარეკლამო მასალების შესაქმნელად.
ადმინისტრაციული მოვალეობები:
** კლუბის ბიუჯეტის მართვა;
** პერსონალის განრიგის ზუსტი ჩანაწერების წარმოება და შენახვა.
კვალიფიკაცია:
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ფიტნესის ან სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში;
** შესანიშნავი ორგანიზაციული და ლიდერული უნარები;
** ფიტნეს კლუბში მართვის პროგრამული უზრუნველყოფის ათვისების უნარი;
** მოქნილი გრაფიკით მუშაობის უნარი (დილის და საღამოს საათებში).
თუ დაინტერესებული ხართ, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი 25 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: jobs@galileo.ge. წერილის საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.