შპს "კომპანია ორბიტა", არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა კატეგორიის, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, 26 წელზე მეტი გამოცდილებით. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://orbita.ge/
შპს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** გაფორმებული შეკვეთების რეალიზება 1C-ში და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებ-პორტალზე ასახვა;
** დაბრუნებების განაცხადის კოორდინირება და კორექტირება;
** ანგარიშფაქტურების გადაგზავნა RS.GE-ს პორტალზე და ანგარიშფაქტურების კორექტირებების კოორდინირება;
** სასაქონლო ოპერაციების წარმოება და შიდა გადაადგილებების განაცხადის გაფორმება;
** 1C-ში კლიენტების რეგისტრაციის განაცხადის კოორდინირება და ბაზების ორგანიზება;
** პერიოდული შიდა ქროს-ჩექის წარმოება;
** თანხების მიმოქცევის კონტროლი და პროგრამული ასახვა;
** თანამშრომლისგან და ობიექტებისგან შემოსული სატელეფონო ზარის კოორდინირება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.
მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება ეკონომიკური, ფინანსური ან ტექნიკური განხრით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (დისტრიბუციის სფეროში ჩაითვლება უპირატესად);
** ქართული ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პირობები და ბენეფიტები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი
** ხელფასი-ფიქსირებული ხელზე ასაღები (NET) 1200 ლარი.
** სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული ნომერი;
** ფიტპასი.
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: a.atanelishvili@orbita.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ოპერატორი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კომპანია ორბიტა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტა" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!