jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ოსტეოპათიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

"ოსტეოპათიური ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ოსტეოპათიური ცენტრი თბილისში 2015 წელს დაფუძნდა, რის შემდეგაც იგი ათასობით ადამიანს დაეხმარა სხვადასხვა დაავადებისა და დისფუნქციის დაძლევაში. ჩვენი მიდგომა აერთიანებს ოსტეოპათიას, სამკურნალო მასაჟსა და რეაბილიტაციას, რომელთაგან თითოეული უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდის მიზნების შესაბამისი სოციალური მედია სტრატეგიის შექმნა და მისი განხორციელება
** კომპანიის არსებული ექაუნთების (ფეისბუქის გვერდი, ინსტაგრამის გვერდი, ლინკდინის გვერდი) მართვა და განვითარება;
** სოციალური მედიის კალენდრის შექმნა, კომპანიის კუთვნილ სოციალურ გვერდებზე წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის პოსტების განთავსება;
** ახალ სამიზნე აუდიტორიაზე მუშაობა;
** სარეკლამო კამპანიის შედეგების ანალიზი და რეპორტინგი ყოველთვიურად;
** უნიკალური კონტენტის შექმნა ყველა სოციალური ქსელისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში ლაივ ჩართვების ორგანიზება;
** ყოველი თვის ბოლოს სოციალური მედია კამპანიების და განხორციელებული სტრატეგიის ანალიზი და რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სოციალური მედიის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Facebook Ads, Business Manager-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ვიდეო რილსების გადაღების გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე;

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: s.kvaratskhelia@osteo.ge

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |